The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლაცო

გიორგი ლაცო
ოფიციალური სახელი:გიორგი ლაცაბიძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2002 წელს. საშემსრულებლო დონის ასამაღლებლად სწავლა გააგრძელა ჰანოვერის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (გერმანია, 2003), ზალცბურგში (ავსტრია, 2005). 2005 წელს მიემგზავრება აშშ-ში (ლოს-ანჯელესი), სადაც ტორტონის მუსიკალურ სკოლაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სადოქტოროზე გააგრძელა მუშაობა და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.

მჭიდროდ თანამშრომლობდა მაესტრო ჯანსუღ კახიანთან და იყო თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, სადაც გამართული აქვს არაერთი კონცერტი; 2010 წელს შესდგა მისი სადებიუტო გამოსვლა ევროპის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონცერტო დარბაზში უიგმორ-ჰოლში (ინგლისი, Wigmore Hall) ლონდონში, მისი ახალი კომპოზიციით, რომელიც დაიწერა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, და შეკვეთილი იქნა განსაკუთრებით ამ კონცერტისთვის. მასტერკლასებს მართავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის და შეერთებული შტატების მასშტაბით. მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს როგორც კონცერტ-პიანისტად და კომპოზიტორად, ასევე პროფესორად და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად ყოფნას; 2010 წელს - ტაივანის საერთაშორისო საფორტეპიანო გამოცდების კომიტეტის თავმჯდომარე (ჩინეთი); 2011 წლიდან არის მუსიკის ხელოვნების დოქტორი. ასწავლიდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, აზუსის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტსა და გლენდეილის კოლეჯის საფორტეპიანო ფაკულტეტებზე. მასზე გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი; არის ვენის მუსიკალური და დრამატურგიული ხელოვნების კონსერვატორიის დოქტორი და პროფესორი ავსტრიაში, ასევე, 2015 წლიდან რეგულარულად კითხულობს ლექციებს რომანტიკული, იმპრესიონისტული თუ თანამედროვე კლასიკური მუსიკის შესახებ Conservatori Superior de Música del Liceu ბარსელონაში; მართავს მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში, მათ შორის, ჩაიკოვსკის მოსკოვის კონსერვატორიაში, ჰონგ-კონგის სამხატვრო აკადემია, ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტში, ვენის კონსერვატორიაში, ბარსელონის უმაღლეს კონსერვატორიაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოს კონსერვატორიაში, ობერლინის კონსერვატორიაში, ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ. არის მრავალი პრიზისა და ჯილდოს მფლობელი: ენიო პორინოს პიანისთა საერთაშორისო კონკურსის ჯილდო (კალიარი, 1998); საქართველოს პრეზიდენტისა და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პარიზი (1999); ვლადიმერ სპივაკოვის სახელობის პრიზი (2001); გერმანელი გრაფინია მარიონ დანჰოფის პრიზი (2003); DAAD-ის პრიზი (2004); პროფ. ჰერბერტ ბატლინერის პრიზი (ავსტრია, 2005); ეგუდი მენუჰინის საერთაშორისო კონკურსის ჯილდო (ზალცბურგი, 2005); ეგუდი მენუჰინის საერთაშორისო კონკურსის ჯილდო (ზალცბურგი, 2005); ახალგაზდრა პიანისტების საერთაშორისო კონკურსის ჯილდო (ლოს ანჯელესი, 2006); ჯილდო აკადემიური მიღწევებისთვის MTNA (Music Teachers National Association, აშშ., 2007); USC Thornton School of Music-ის საფორტეპიანო დეპარტამენტის საპატიო დიპლომი (2007); ფილანტროპისტ-მედსენატის კაროლ ჰოგელის პრიზი (აშშ, 2008); მისი უდიდებულესობა პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის ჯილდო (2008); ქართველ-ამერიკელი ვირტუოზი, პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • MTNA USC Chapter, Thornton School of Music (ლოს-ანჯელესი) , პრეზიდენტი (2007-2010)

გააზიარე: