The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ლებანიძე

მურმან ლებანიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 2002  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი,თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აღსტაფა, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.

მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ–ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.152; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.238

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, პრეზიდენტი
  • საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი, მთავარი რედაქტორი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი , პასუხისმგებელი მდივანი (1978-)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი , თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1972 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1972 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: