The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შორენა ლებანიძე

შორენა ლებანიძე
დაბადების თარიღი:1965  (59 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1989 წელს.
1990-1997წწ. პირველი ქართული დამოუკიდებელი გაზეთის – "7 დღის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; წერდა იმ პერიოდში შექმნილი ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ამსახველ პუბლიცისტურ სტატიებს, ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს, რეპორტაჟებს კონფლიქტის ზონებიდან – აფხაზეთიდან და სამეგრელოდან, აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებებს, ეხმაურებოდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას; მომდევნო წლებში გაზეთ "რეზონანსის" პოლიტიკის განყოფილების ჟურნალისტი, "საქართველოს გაზეთის" გვერდის რედაქტორი, ტელეკომპანიების – "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" – საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტი, "მეცხრე არხის" ღამის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი; თანამშრომლობდა გაზეთებთან – "კვირის პალიტრა" და "24 საათი"; 2006-2011წწ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დოკუმენტური ფილმების განყოფილების სცენარისტი და შემდეგ დოკუმენტური ფილმების შემოქმედებითი ჯგუფის წევრი; 2008 წელს მისმა ნარკვევმა "8848 (ევერესტზე ასული ქართველი ალპინისტის დღიურები)" სატელევიზიო ფილმების ფესტივალ "ნიამორის" ლიტერატურულ კონკურსზე გაიმარჯვა და ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" მიერ დაწესებული მთავარი ჯილდო და ფულადი პრემია მიიღო; ლიტერატურულ კონკურს "სბას" 2016 წლის ფინალისტი ნომინაციაში "საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" ("მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე"), თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის - "თბილისი 2016" - გამარჯვებული და ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი; ლიტერატურულ კონკურს "ლიტერას" 2020 წლის ფინალისტი ("თუ საჭიროა, გათქმევინებთ").
წყარო: გამომცემლობა არტანუჯი: artanuji.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    თუ საჭიროა გათქმევინებთ : კრებული / შორენა ლებანიძე .- თბილისი : არტანუჯი, 2019 .- 180გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: