The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩესი ლეზგიშვილი

ჩესი ლეზგიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა რადიო-ტელევიზიისა და გაზეთ "თბილიის" კორესპონდენტად. ჩესი ლეზგიშვილი იყო სამი მოწვევის უზენაესი სასამართლოს სახალხო მსაჯული და ამავე უწყების ჟურნალის "ქმნა მართლისა" მთავარი რედაქტორი. 15 წელი იყო  რესპუბლიკური ქალთა საბჭოს წევრი და კინომოყვარულთა სექციის თავჯდომარის მოადგილე. 1983 წელს მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი მართლმსაჯულების პროპაგანდისათვის. საქართველოს სხვადასხვა თეატრში დაიდგა ჩესი ლეზგიშვილის პიესები: "თხუპნია და კოპწია" (თბილისის მ. გორკის სახელობის თეატრი, 1958), "მზიური" (ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი, 1961-1990), "გული გულან" (ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი, 1961-1963), "ასე მოხდა" (თბილისის სანიტარული კულტურის თეატრი, 1964-1966), "ცოლები და ქმრები" (თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრი, 1970-1977) და "მზიურის სალამური" (ერევანი, კამოს სახელობის სახელმწიფო თეატრი). 1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. მუშაობდა ჟურნალ "დროშაში", 1997 წლამდე უძღვებოდა რუბრიკას "ჩვენი დღესასწაულები", 1995 წლიდან იყო ჟურნალ "ახალი ცხოვრების" სპეციალური კორესპონდენტი. 1990 წელს დააარსა ქალთა თეატრი და დადგა თავისივე პიესა "განაჩენი", 1999 წელს გამოუშვა წიგნი "ვარსკვლავთცვენა" (33 ქართველი ებრაელი ქალის პორტრეტი ისრაელში), 1999 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "ალიაში". წიგნისათვის "ხმა ღვთისა და ხმა ერისა" მიღებული აქვს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა პრემია (1993).

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისრაელის მწერალთა კავშირი, წევრი
  • ისრაელის ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი (1990-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი (1988-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1980-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: