The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ლეჟავა

ზაზა ლეჟავა
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1979 წელს.
1980 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1984-1988წწ. გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე. ზემო იმერეთის პლატოზე პირველად ჩაატარა კარსტის კომპლექსური გამოკვლევა, სადაც ბაქნური კარსტის პირობებში მიწისქვეშა კარსტული წყლების ერთიანი დონის წარმოქმნის ტენდენციასთან ერთად, გამოვლინდა დიზუნქტიური დისლოკაციებით შეპირობებული ნაპრალოვან-კარსტული ნაკადების იზოლირებული სისტემები; ტერიგენული ნალექების ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დადგენილ იქნა მღვიმეებში ნალექდაგროვების თავისებურებები და სართულებრივ განლაგებულ კარსტულ სიღრუეების ევოლუციის კანონზომიერებანი; შესწავლილ იქნა პრაქტიკული საკითხები. მისი კვლევის სფერო მოიცავს კარსტის ჰიდროგეოლოგიას, გეომორფოლოგიასა და გეოქიმიას. ის აგრეთვე მუშაობს კარსტის ფორმირების და განვითარების ზოგად კანონზომიერებების დადგენაზე. სისტემატიურად მონაწილეობს სპელეოლოგიურ ექსპედიციებში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე კარსტული პროცესების შესწავლას. შემუშავებული აქვს რამდენიმე რეკომენდაცია კარსტული წყლების სხვადასხვა მიზნებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები.  მას ეკუთვნის ფუნდამენტური ხასიათის მონოგრაფიული ნაშრომი, "ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი", რომელშიც ავტორი იძლევა რეგიონის კარსტის პირველ სრულყოფილ, ჭეშმარიტად კომპლექსური სახის კვლევის შედეგებს. გეოგრაფი, სპელეოლოგი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზემო იმერეთის და მიმდებარე რაიონების კარსტი", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.170-171

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: