The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლეჟავა

ალექსანდრე ლეჟავა
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1966  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაარსების დღიდა ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის კათედრას (1937); ლაბორატორიებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ექსპერიმენტულ-მორფოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში; აქვს გამოკვლევები ზოგადი და ევოლუციური ჰისტოლოგიის დარგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება გარდამავალ ეპითელიუმს; მას ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისთვის. 1959 წლიდან იყო ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ჰისტოლოგი (1950), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსკპ წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: