შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ლომთაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ძველი სენაკი, სენაკის მაზრა (ახ. სენაკის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსავლური ენების განყოფილება 1939 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (კავკასიურ ენათა კათედრა) 1947 წელს. 1933-1935წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას აბაშის რაიონში; აქ დაიწყო ფოლკლორული მასალის შეკრება და დაბეჭდა რამდენიმე წერილი ქართული ლიტერატურის საკითხებზე; 1941-1946წწ. იმყოფებოდა მოქმედი არმიის რიგებში, როგორც ოფიცერი, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, დაჯილდოებული იყო მედლებით; 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1952 წელს იყო ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1972 წლიდან მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში ჯერ უფროსი მეცნიერ თანამშრომელის, ხოლო 1992 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან შვილი ცალკე მონოგრაფიის სახით დაიბეჭდა. კავკასიოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელის მორფოლოგიური კატეგორიები ხვანურ (კაპუჭურ-ჰუნზიბურ) ენებში", დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი", დაიცვა 1992 წელს. წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-გვ.328 (ice.ge) ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |