The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ლომსაძე

შოთა ლომსაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2003  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუნჩხა, ახალქალაქის რაიონი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ახალი ისტორიის განყოფილების გამგე. მონაწილეობდა 1941-1945წწ. სამამულო ომში. პირველი ლექსი 1943 წელს გამოაქვეყნა 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში. ლექსთა პირველი წიგნი "მესხეთის ბუხრები" 1957 წელს გამოსცა. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "დაკარგული რაფსოდიები" (1959), "ჯავახური ქრონიკები" (1963), მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები: "მიხეილ თამარაშვილი"(1975), "გვიანი შუასაუკუნეენის საქართველოს ისტორიიდან" (1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.288; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ისტორიის კვლევაში, მუზეუმის საფონდო და საგამოფენო მუშაობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • სამცხე-ჯავახეთი : XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე (ავტორი). - ახალციხე, ახალციხის უნ-ტი, 2011. - 562გვ.. - ISBN: 978-9941-9171-6-5
  • მესხები : ახალციხური ქრონიკები (ავტორი). - თბილისი, ფარნავაზი, 1997. - 496გვ.
  • ჩემი სამართალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 173გვ.
  • მესხეთი და მესხები (ავტორი). - თბილისი , კავკასიური სახლი. - 68გვ.

გააზიარე: