The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ლორთქიფანიძე

იოსებ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1922  (102 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1939 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, შემდეგ ასპირანტურა.

1941 წლის ივლისში მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1942 წლის ივლისში ლეიტენანტის წოდებით იყო ოცეულის მეთაური, დივიზიონის შტაბის უფროსი, ბატარეის მეთაური. მონაწილეობდა დიდ სამხედრო ოპერაციებში: სტალინგრადის დაცემაში, ბრიანსკისა და ვორონეჟის გათავისუფლებაში, ცენტრალური და უკრაინის ფრონტის მიერ ჩატარებულ სამხედრო შეტევებში, რომელთა შედეგად გათავისუფლდა უზარმაზარი ტერიტორია. 1945-1947 წლებში იგი მსახურობდა გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ავსტრიის ტერიტორიებზე განლაგებულ საბჭოთა არმიის ჯგუფებში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ განაგრძო სტუდენტობა. 1956 წლიდან მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1964 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის რვა მონოგრაფია. ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი აქტიურად თანამშრომლობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მომზადებაში, კერძოდ ტექსტოლოგიის დარგში. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 68-69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "პრაღის გათავისუფლებისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: