The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მათურელი

ირაკლი მათურელი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1913
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 2002  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამიწათმომწყობო ტექნიკუმი 1932 წელს; 1940 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგადაღების და კარტოგრაფიის საინჟინრო ინსტიტუტის კარტოგრაფიის ფაკულტეტი ინჟინერ-კარტოგრაფის სპეციალობით.

განაწილებით მუშაობა დაიწყო თბილისის N8 კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. 1941-1945წწ. გაწვეულ იქნა არმიაში და მუშაობდა ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის კარტოგრაფიულ ნაწილში; 1945-1952წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის კათდრაზე; 1952-1983წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრაზე, აქვე, 1963 წლიდან იყო კათედრის გამგე; 1983-1989წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მუშაობდა კარტოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. არქივებსა და წიგნთსაცავებში მიკვლეული პირველწყაროების საფუძველზე გამოაქვეყნა მონოგრაფია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1954). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული კარტოგრაფია", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.177

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: