The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის მაისურაძე

ბორის მაისურაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1993 წელს.

1993 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრაზე; 1993-2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას უნივერსიტეტის ზემოაღნიშნულ კათედრაზე; იყო კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, კათედრის ასისტენტი; 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2006-2013წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. ამავე უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის ასოციერებული პროფესორი; 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკუერი უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების მიმართულების პროფესორი; 2005 წლიდან არის შპს "კავტრანსპროექტის" დირექტორი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი; 2017 წლიდან სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" საინჟინრო ნაგებობების ნაწილის მიწვეული ექსპერტია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია მრავალი სატრანსპორტო დანიშნულების მნიშვნელოვანი საინჟინრო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის პროექტი. მათ შორის: "ახალქალაქი-კრწანისის" ახალი სარკინიგზო ხაზის ხელოვნური ნაგებობების (მ.შ. 5 ხიდის), ახალქალაქის ახალი სარკინიგზო სადგურის, ქ. თბილისის გზაგამტარების "ლაგუნა-1", "ლაგუნა-2", გზაგამტარი ბარათაშვილის სახ. ხიდთან და კოსტავას ქუჩაზე გმირთა მოედანთან, ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხელოვნური ნაგებობების (მ.შ. 8 ხიდის), "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ახალი ხელოვნური ნაგებობების, სარკინიგზო ხიდების რეაბილიტაციის მთავარ სარკინიგზო ხაზზე (7 ხიდი), საქართველოს საავტომობილო გზებზე ახალი სახიდე გადასასვლელების (32 ხიდი), აგრეთვე ახალი საავტომობილო მაგისტრალის "ხევი-არგვეთას" მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების (მ.შ. 13 გვირაბი, 2 ხიდი) და სხვა; ასევე განხორციელებული აქვს ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების გამოკვლევა-გამოცდა (სულ 180 ნაგებობა, მ.შ. 140 ხიდი); თანაავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის და 3 გამოგონების; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; მრავალწლიანი წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური, პროფესიული პრაქტიკული საინჟინრო საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 175-176


გააზიარე: