The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხვთისო მამისიმედიშვილი

ხვთისო მამისიმედიშვილი
Date of birth:8 July, 1965  (58 years)
Category:Scientist, Educator, Philologist, Folklorist

Biography

აბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ფილოლოგის, ქართული ენისა და ლიტერტურის სპეციალობით; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორისტიკის განხრით.
1992 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი, არქივარიუსი; 1995-2005წწ. იყო თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის ლიტერატურულ ალმანახ "პირველი სხივის" რედკოლეგიის წევრი; 2010 წლიდან ხელმძღვანელობს სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციებს; 2017 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი; მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და ფორუმებში. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო; იკვლევს ქართული ფოლკლორის, კავკასიის ხალხთა ფოლკლორის, მითოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებს; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ქართული ფოლკლორის ჟანრული სისტემა, ქართული კულტურის ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორში, მითოლოგიური არქეტიპების იდენტიფიკაცია, ფოლკლორისა და მითოლოგიის შედარებითი კვლევები, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ლიტერატურა, 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში", დაიცვა 1998 წელს.

Bibliography


Share: