The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან მამუკელაშვილი

ვალერიან მამუკელაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2015  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი გეოლოგიისა და მადნეულთა ძიების განხრით 1948 წელს.

მუშაობდა "საქნავთში"; 1956 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სსრ ნავთობმომარაგება-გასაღების სისტემაში; 1974 წელს აირჩიეს მცხეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1977 წელს გადაიყვანეს მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, ხოლო 1978 წელს დაინიშნა მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის გენერალურ დირექტორად; 1982 წელს აირჩიეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მცხეთის რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ. ვალერიან მამუკელაშვილის პირველი ფელეტონი გამოქვეყნდა ჟურნალ "ნიანგში" 1945 წელს, რის შემდეგაც იგი სისტემატურად აქვეყნებდა ფელეტონებს და მოღვაწეობდა ჟურნალში როგორც კორესპონდენტი; წერდა აგრეთვე იგავ-არაკებს, მინიატურებს; "ნიანგის ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემული აქვს შვიდი წიგნი; მისი ლექსები და ფელეტონები იბეჭდებოდა გაზეთებში: "ახალგაზრდა კომუნისტი", "კომუნისტი", "სოფლის ცხოვრება", "პარტიული სიტყვა", "ლიტერატურული საქართველო" და სხვ. ვალერიან მამუკელაშვილი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან. იყო ჟურნალ "ნიანგის" შტატგარეშე კორესპონდენტთა განყოფილების გამგე. 1992 წელს დანიშნეს ჟურნალ "ღიმილის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ, 1992 წელს კი ჟურნალ "ნიანგის" მთავარ რედაქტორად. 1993 წლიდან მის ლიკვიდამციამდე იყო გაზეთ "კახეთის" მთავარი რედაქტორი; 1998-2001წწ. გაზეთ "ლომისის" მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ოთხი მედალი და დაჯილდოვებულია 5 სიგელით, მათ შორის საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის საპატიო სიგელით. არის მრავალი წიგნის შემდგენელი და ავტორი. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ეთმობა მცხეთისა და მისი შემოგარენის ისტორიულ აღწერასა და კვლევას. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.129; mtskheta.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.46

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი (1992-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი
  • საქართველოს სატირიკოსთა და იუმორისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1986 - მცხეთის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ხობის საპატიო მოქალაქე
  • ჩარგლის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: