The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მამულაძე

შოთა მამულაძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2024  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნენია, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით 1975 წელს; 1978-1981 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში არქეოლოგიის სპეციალობით.

1975-1980წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად; 1978-1991წწ. პარალელურად მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად; 1978-1995წწ. აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელად; 1980-1988წწ. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ასისტენტად; 1988-1992წწ. უფროს მასწავლებლად; 1992-2004წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად; 1994 წლიდან მუშაობს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველად; 2004-2006წწ. არქეოლოგია-ეთნოლოგიის კათედრის პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ; 2005 წლიდან არის გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; პარალელურად 2006-2013წწ. იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელიც; 2007-2019წწ. მუშობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორად; 2019 წლიდან არის ამავე დეპრტამენტის ემერიტუს პროფესორი; 1973 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 70-ზე მეტ ექსპედიციაში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ; იყო გონიო-აფსაროსის ქართულ გერმანული, ქართულ-იტალიური და 2014 წლიდან კი ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების  ხელმძღვანელი;  უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე სხვადასხვა დროს ასწავლიდა: ზოგად არქეოლოგიას, მხარეთმცოდნეობას, საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან მეცამეტე საუკუნემდე, შუასაუკუნეების არქეოლოგიას, არქეოლოგიური კვლევის მეთოდებს, კვლევის ხერხებსა და მეთოდებს და სხვა; სამივე საფეხურზე ხელმძღვანელობდა საველე არქეოლოგიურ პრაქტიკას აჭარის სხვადასხვა ძეგლებზე; მის მიერ შედგენილი იქნა  არქეოლოგიის სამაგისტრო, არქეოლოგიისა და ისტორიის სადოქტორო აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები; ხელმძღვანელობს არქეოლოგიის სამგაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს; გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 15 მონოგრაფია; 60-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ: ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ბელგიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინში და სხვა ქვეყნებში; მონაწილეობა აქვს მიღებული 70 -მდე საერთაშორისო და 40-მდე ადგილობრივ სამეცნიერო კონგრესებში, კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში; სხვადასხვა დროს იყო 10-მდე გრანტის ხელმძღვანელი თუ ძირითადი შემსრულებელი; არის სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი; იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 15 სამაგისტრო და 9 სადოქტორო დისერტაცია; შუახევის მუნიციპალიტეტისა და ზამლეთის თემის საპატიო მოქალაქე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარისწყლის ხეობა განვითარებულ შუასაუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და წერილობითი წყაროების მიხედვით)", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიანშუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილი სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: