The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო მანველიძე

რეზო მანველიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

განათლების მიმართულება: ეკონომიკა.

1975-1976წწ. - საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1981წწ. - ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ეკონომიკური დისციპლი­ნების მასწავლებელი; 1981-1986წწ. - სუბტროპიკული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. -  საქართველოს კომუნისტური პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ეკონომიკური კვლევის განყოფილება, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1991-1993წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდო­მარის თანაშემწე, მთავარი ექსპერტი, ეკონომიკური რეფორმის განყოფილება, ეკონომიკური რეფორმის განყოფილების გამგე; 1993-1996წწ. - ქედის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1996–2001წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, უზენაესი საბჭოს წევრი, აგრარული, გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 1999-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინან­­სე­ბისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა, პროფესორი; 2006-2009წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფე­სორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფე­სო­რი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარ­ტამენტის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის კვლავწარმოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები საბაზრო ურთიერთობის პირობებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მაგალითზე)", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.529-530; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: