The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიჯანი

მარიჯანი
ოფიციალური სახელი:მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე
სხვა სახელი:მარიჯანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1890
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1978  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფილოლოგიის ფაკულტეტი 1922 წელს.

პირველი ლექსი "ტბა" 1916 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული "ლექსები" - 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა "ნელი ცირკში", რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი - შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა. მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის "ტარტიუფი", ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი". მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერალი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა 20 წლის მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად და ამით ხელს უწყობდა საბავშვო ლიტერატურის წინსვლის საქმეს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.249; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 211

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: