The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არამ მარტიროსოვი

არამ მარტიროსოვი
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1998  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური და აღმოსავლური ენების განხრით; 1941 წელს დაამთავრა ენიმკი-ს (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი) ასპირანტურის კურსი.

1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკის, შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლად, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იყო ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია ქართული და ქართველოლოგიური ენათმეცნიერების საკითხებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა, მათ შორის აღსანიშნავია 5 მონოგრაფია. საქართველოს სომხურ სკოლებში ქართულ ენას VII, VIII, XIX და X კლასებში ასწავლიდნენ მისი თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით. ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.303-304

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: