The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მაღრაძე

ვახტანგ მაღრაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1973-1985წწ. - არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2002წწ. - ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი; წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; კადრების მომზადებისა და ასპირანტურის განყოფილების ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის (კასპის რეგიონის) ტოპონიმია", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტოპონიმებისა და გვარსახელების წარმოება და ურთიერთმიმართება ქართულში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.477; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: