The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კიტი მაჩაბელი

კიტი მაჩაბელი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1960 წლიდან მოღვაწეობს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების გამგე: 1984-2006, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი: 2009 წლიდან), ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (2001-2006). მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (1967-2013) (1977-დან პროფესორი, 2009-დან ემერიტუს-პროფესორი). კ. მაჩაბელი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (სადოქტორო დისერტაცია - "საქართველოს გვიანანტიკური ტორევტიკა" (1971). მისი ნაშრომებით საფუძველი ჩაეყარა წინა ქრისტიანული და ადრე ქრისტიანული ქართული სახვითი ხელოვნების კვლევას. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში. იგი 23 წიგნისა და 300-მდე სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში განხილულია ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისის, შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნებისა და ქანდაკების პრობლემები, საქართველოს როლი ქრისტიანული იკონოგრაფიის ჩამოყალიბებაში, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები. ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის მინიჭებული აქვს "გამოჩენილი მეცნიერის სტატუსი" (2016). საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის უშანგი ჭიჭინაძის მეუღლე.

წყარო: ჩუბინაშვილის ცენტრის ვებ-გვერდი: gch-centre.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზანტინისტთა ეროვნული კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს კულტურული საგანძურის დაცვის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1999-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1971-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობა, წევრი (2004-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - სიგელი "ხელოვნებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის"
    საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლისთავთან დაკაშირებით - თბილისის მერია
  • 2010 - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია)
  • 1982 - მედალი "წლის საუკეთესო ნამუშევარი" (საქართველოს მხატვართა კავშირი)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: