The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მაჭავარიანი

გივი მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1968  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის  კავკასიურ ენათა განყოფილება, 1950 წელს.

1955-1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ცენტრალური ადგილი მის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის შესწავლას ეჭირა. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" (თამას გამყრელიძესთან ერთად) და "საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა", ავტორს საბოლოოდ მოუხვეჭა ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევარის სახელი,  მის სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ცენტრალური ადგილი ეკავა იბერიულ-კავკასიური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერულ პრობლემატიკას. ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.514; geonecropol.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: