The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მაჭავარიანი

თამარ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1979  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბორი, ორჯონიკიძის რაიონი (ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა სასწავლებელი 1912 წელს.

1931-1932წწ. მუშაობდა 25 თებერვლის სახელობის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში, დამუშავების სექტორში; 1932-1935წწ. პერიოდიკის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1935-1941წწ. კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგედ; 1941 წლის 3 ივლისიდან დაინიშნა საცნობარო–ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში მთავარი ბიბლიოგრაფის თანამდებობაზე; 1942 წლის 3 თებერვლიდან მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაევალა მეცნიერ-მუშაკთა კაბინეტის, ქართველოლოგიის კაბინეტისა და პერიოდ დარბაზის ხელმძღვანელობა; 1943-1944წწ. დაინიშნა საბიბლიოგრაფიო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1944 წლის 1 ივლისიდან გადაყვანილია მომსახურების სექტორის გამგის თანამდებობაზე, მასვე დაევალა ქართულ პერიოდული გამოცემათა ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის წარმოება და დროებით ბიბლიოგრაფიული განყოფილების მუშაობის უშუალო ხელმძღვანელობა; 1944 წლის 29 დეკემბრიდან გადაყვანილია დამუშავების განყოფილებაში მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე; 1958 წლის 3 ივნისიდან რარიტეტსაცავი გადაეცა მხარეთმცოდნეობის კაბინეტს და დაევალა მისი ხელმძღვანელობა მთავარ ბიბლიოთეკარს; 1967-1972წწ. გადაყვანილია დაკომპლექტების განყოფილებაში იმავე თანამდებობაზე; 1972 წლის 15 აგვისტოდან მიღებულია მხარეთმცოდნეობის განყოფილებაში, უფროსი ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე; 1973-1975წწ. გადაყვანილია მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. მიღებული აქვს არაერთი მადლობა და ჯილდო ხანგრძლივი და უმწიკვლო მუშაობისთვის, მათ შორის: საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელი – დაბადების 70 და საბიბლიოთეკო დარგში 50 წლისთავთან დაკავშირებით (1965).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის" (დაჯილდოვდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: