The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მაჭავარიანი

ნინო მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1965 წელს. 1975 წელს დაამთავრა უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების ცენტრალური კურსები (ქ. მოსკოვი).

1965-1968წწ. "თბილჰიდროპროექტი", ჰიდროლოგიის განყოფილება, ინჟინერი; 1968-1970წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-2006წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან  ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობს კავკასიის მდინარეების მყარი ჩამონადენის ფორმირებისა და რეჟიმის, ფსკერის და ალუვიური ნალექების შესწავლაზე, მყარი ჩამონადენის კვლევის მეთოდიკის შემუშავებაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მდინარეების მყარი მასალის ჩამონადენი", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.190; ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: