The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მახარაძე

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1962-1966წწ. იყო ტელერადიოკომიტეტის უფროსი რედაქტორი, უმაღლესი პარტიული სკოლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი; 1964-1971წწ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოეთის ტურიზმის სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1971-1972წწ. სასტუმრო "ივერიას" დირექტორი; 1972-1982წწ. "ინტურისტის" თბილისის გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1982-1985წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი; 1985-1988წწ. მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1988წწ. მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი; 1990 წლიდან საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 220; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1978 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: