The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მახარობლიძე

თამარ მახარობლიძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1981-1983წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორი; 1984-1992წწ. - საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის უცხოეთის ქვეყნებზე მაუწყებლობის მთავარი რედაქციის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი რედაქტორი; 1988-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან - საქართველოს რესპუბლიკის მწერალთა ცენტრი, მწერალი, ჟურნალისტი; 2004 წლიდან – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ("ჯიპა") მიწვეული ლექტორი, საერთაშორისო მედია მენეჯმენტის ექსპერტი; 2018 წელს - იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიური ენების განყოფილება (გერმანია), მიწვეული პროფესორი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პროფესორი; 2007-2008წწ. - სეულის სანგმიუნგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი (სეული, სამხრეთ კორეა); 2008-2010წწ. - საქართველოს საპარტიარქოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009, 2010, 2011წწ. – კონსუტლანტი InWent-GIZ. (გერმანია); 2009-2017წწ. - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011-2012წწ. - ლინგვისტი-მკვლევარი USAID-ის პროექტებში; 2012-2013წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი, მეცნიერ-მკვლევარი; 2013 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2014 წელს – ლაიდენის ლინგვისტთა საზაფხულო სკოლა (ნიდერლანდები), მიწვეული პროფესორი, ქართული ენის ლექტორი; 2014 წელს - პარიზის უნივერსიტეტი (The École pratique des hautes etudes), კავკასიოლოგიის განყოფილება, მიწვეული პროფესორი; 2015 წელს - სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის განყოფილება (ჟესტური ენები), მიწვეული პროფესორი; 2017-2018წწ. - პარიზის სორბონას უნივერსიტეტის პროექტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი (საფრანგეთი), პროექტი LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში; 2018 წელს - ამსტერდამის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის განყოფილება, ჟესტური ენები (ნიდერლანდები), მიწვეული პროფესორი; 2018 წელს - ჰაიფას უნივერსიტეტის ჟესტური ენების ლაბორატორია (ისრაელი), მიწვეული პროფესორი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში 2017 წელს მიღებული აქვს "წლის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო" (საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრესატობის კატეგორიის მორფოლოგიური სისტემა ბასკურში, მისი სინქრონიული ანალიზი და ტიპოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული და ბასკური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.479; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიურ კვლევათა მსოფლიო ასოციაცია (ATINER), ათენი, საბერძნეთი, აკადემიური წევრი (2013-)
  • აშშ ნევადის შტატის ქალაქ რენოს ბასკურ-ამერიკული საზოგადოება, წევრი, საპატიო პროფესორი (1985-1992)
  • გოტინგენის უნივერსიტის ჰუმანიტარული სკოლა (GSGG) (გერმანია), უფროსი წევრი (2018-)
  • სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ასოციაცია (ASEEES), პიტსბურგის უნივერსიტეტი, ამერიკა, წევრი (2015-)
  • ცენტრალური ევრაზიული კვლევების ასოციაცია (CESS), პიტსბურგის უნივერსიტეტი, ფილადელფია, აშშ, წევრი (2009-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: