The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გეგა მგალობლიშვილი

გეგა მგალობლიშვილი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1995 წელს, სტამბულის უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი 1993 წელს; NATO-ს თავდაცვის კოლეჯი 1998 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტი, ჩივნინგის სტიპენდიანტი 2003 წელს. 1998-2010წწ. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები, კერძოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში; ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, ქ. ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები. მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში 2014 წელს.

 1995 წლიდან იყო თურქეთში სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლობის თარჯიმანი; 1996-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1998-2000წწ. თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და 2000-2002წწ. მრჩეველი; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2004). 2004 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში. 2008-2009წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. არის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიანტი (2002); ყარაის საპატიო მოქალაქე (2004); ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის წევრი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006). 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. 2014-2015წწ. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (ქ. ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები). 2015 წლიდან ეროვნული თავდაცვის კოლეჯის პროფესორი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, აბუ დაბი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.321; საქარტველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.116


გააზიარე: