The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მგელაძე

გურამ მგელაძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1932
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 2015  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეწარმე, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1973–1982წწ. იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; ამ თანამდებობაზე განახორციელა ე. წ. "აბაშის ექსპირემენტი", რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვას საბჭოთა მეურნეობაში; 1982–1991წწ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს სსრ აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1992–1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში; 1995 წლამდე ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად; 1990-2000წწ. აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას რუსეთში და ევროპის ქვეყნებში; 1992 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა მოსკოვში. საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: reportiori.gebaza.vgd.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო, სახალხო დეპუტატი (1989-1991)
  • საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო, წევრი
  • საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, სახალხო დეპუტატი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სოციალისტური შრომის გმირი

გააზიარე: