The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზა მგელაძე

ნარგიზა მგელაძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2002  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1960 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში: განვლო გზა კორესპონდენტიდან რედაქტორის მოადგილემდე; 1982 წლიდან გაზეთ "თბილისის" რედაქტორის მოადგილე; 1989-1991წწ. - რედაქტორი; 1991 წლიდან ჟურნალ "საქართველოს ქალის" მთავარი რედაქტორი; რამდენიმე წიგნის, პუბლიცისტური წერილებისა და ნარკვევების, მოთხრობების, ფილმის სცენარის ავტორი; მისი ნაწარმოებები ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ლატვიურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.815-816; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.391

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: