The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამშე მეგრელიძე

შამშე მეგრელიძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1989  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. 

1940 წელს ჩაირიცხა რიაზანის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დემობილიზაციის შემდეგ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; 1954 წელს - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების ასპირანტურა. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად. შემდგომ - ბათუმის რევოლუციის მუზეუმის დირექტორად, რომლის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1957-1973წწ. იყო საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1989წწ. - ხალხთა მეგობრობის მუზეუმის განყოფილების გამგე. მისი მონოგრაფიებია: "აჭარის წარსულიდან", "ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები", "პეტრე ბაგრატიონი", "აჭარის განთავისუფლება თურქთა ბატონობისგან",  "სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან", "საქართველო აღმოსავლეთის ომებში", "ქართველი ექიმები ჩრდილოეთის ექსპედიციებში" (მ. ზაქარიაძის თანაავტორობით) და სხვა. იგი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორია. ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969). ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნის იოსებ მეგრელიძის ძმა.

საკანდიდატო დისეტრაციის თემა -  "საქართველო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასია 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში", დაიცვა 1969 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: