The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მელაშვილი

დაბადების თარიღი:1884  (140 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

1904 წლიდან შევიდა "ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბაში და ასოთამწყობობას სწავლობდა. შემდეგ ამავე საამწყობოში "ცნობის ფურცლის" დამატებაზე და ჟურნალ "მოამბეზე" მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა გაზეთების "ისკრის", "ბრძოლისა" და სხვათა გავრცელებაში. 1909 წლიდან თბილისში მუშაობდა კოწია თავართქილაძის სტამბაში. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "ლახტი". 1903 წლიდან დაიწყო გამოსვლა კერძო სცენებზე. 1911-1912წწ. იყო კერძო სცენების ერთ-ერთი მონაწილე და ფუძემდებელი. რედაქტორი, ჟურნალისტი, სახალხო თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე.

წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.89


გააზიარე: