The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამთა მელაშვილი

თამთა მელაშვილი
დაბადების თარიღი:1979  (45 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

მუშაობდა რამდენიმე ადგილას, ერთი წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა; შემდეგ ბუდაპეშტში წავიდა, სადაც მაგისტრის ხარისხზე მუშაობდა, გენდერული კვლევების თემაზე; წერდა ბავშვობიდან. პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოქვეყნდა. 2006 წელს, ამავე პორტალის კონკურსში გამარჯვებული მოთხრობა კრებულში შეიტანეს; იგივე მოთხრობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა იმავე წლის ანთოლოგიაში "15 საუკეთესო". ლიბ.გე-სა და გამომცემლობა "სიესტას" ერთობლივ კრებულში, 2008 წელს, შევიდა მისი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში "15 საუკეთესო"; 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი); 2009 წელს გახდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიანტი; 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაცებთან, მათ შორის: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი ტასო; მიღებული აქვს ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია, წიგნისთვის "გათვლა" (მთარგმნელ ნათია მიქელაძე–ბახსოლიანთან ერთად). ასწავლიდა შემდეგ კურსებს: გენდერი და პოლიტიკა, მასკულინობის კვლევები, შესავალი ფემინისტურ ნააზრევში.

წყარო: თარგმანის ლაბორატორია: translationlab.gewomenofgeorgia.geemc.org.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლიტერატურული კონკურსი "წერო", ჟიურის პრიზი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: