The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია მელაძე

მაია მელაძე
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი აგროინჟინერის კვალიფიკაციით 1985 წელს; ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 2005 წელს.

2000-2014 წწ. სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2015წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2011-2013წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-2014წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2017 წლიდან დღემდე სტუ-ს აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგიის მიმართულების რეგიონალური კოორდინატორი; გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 5 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 3 მეთოდური მითითება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 8 საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში (გრანტში), 45 საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელი აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "ადამიანი და ბიოსფეროს ეროვნული კომიტეტი"- (UNESCO), წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: