The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მენთეშაშვილი

ივანე მენთეშაშვილი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1975 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები 1990 წელს.

1979 წლიდან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან - საქართველოს უნვერსიტეტი; 2021 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტი; 1982-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1982-2006წწ. - თბილისის თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი. 12 მონგრაფიის და 35 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ში; მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავს დასავლეთის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიას, კერძოდ, ინგლის-რუსეთის დაპირისპირებას და მეტოქეობას კავკასიაში გაბატონების გამო, ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ბატონობას ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ინგლისის კოლონიურ პოლიტიკას, ინგლისის ისტორიის "ოქროს ხანას", ფოლკლენდის კუნძულების ომს, ნაპოლეონის ეპოქის სხვადასხვა საკითხს, საფრანგეთის დიდ რევოლუციას; მონაწილეობა მიღებული აქვს ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ექვს კონგრესში: თბილისი (2000), მონრეალი (2009), დენ ჰელდერი (2011, ჰოლნდია), ბრიუსელი (2015), მოსკოვი (2021), ონლაინ კონგრესი შესაბამისი მოხსენებებით (2021). არის "მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის" მიერ მოწყობილი ორი საერთაშორის სიმპოზიუმის მონაწილე რუმინეთში (2018) და პარიზში (2019), სორბონის უნივერსიტეტში, შესაბამისი მოხსენებებით: "დემოკრატიული საქართველო (1918-1921წწ.) პირველი მსოფლიო ომის შედეგი" და "საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ. ისტორიული რეტროსპექტივა"; ორი პროქტის ავტორი: "ეს ძველი, დალოცვილი ინგლისი" (2010, სასწვლო სკოლა-კომპლექს "სადუნში") და "ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში" (2013). გამოქვეყნებული აქვს ქართული, რუსული და ინგლისური პოეზიის თარგმანები კრებულში "შვიდი პოეტი" (თბილისი, 2007); 1990 წლიდან - მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში და უზრუნველყოფას მათ სინქრონული და თანამიმდევრობითი თარგმანით, რომლებსაც ატარებდნენ და ატარებენ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ჯანდაცვის სამინისტროები, ქალაქისა და უზენაესი სასამართლოები, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, შვეიცარიის საელჩოები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნატო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო თბილისში, ბრიუსელში, მონსში, ჰააგაში, ამსტერდამში, ათენში, სტრასბურგში, სტოკჰოლმში, ანკარაში, რომში, ფლორენციაში, სან-მარინოში, ასტანაში, ანტალიაში, ბონში, ჰესენში, ერევანში, გიუმრიში, კიევში, არლში (საფრანგეთში). შრომითი საქმიანობის ძირითადი სფეროები: სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა (ახალი და უახლესი ისტორია), ლექციები აღნიშნულ სფეროში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სინქრონული და თანამიმდევრობითი თარგმანი (ქართული-რუსული-ინგლისური ენები). საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასია ინგლის-რუსეთის წინააღმდეგობებში 1880-1914წწ.", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციათა ურთიერთშეხება ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის საქმიანობის პერიოდში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.422; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI", გამგეობის წევრი
  • ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოება (Fellow International Napoleonic Society), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: