The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მესხი

დავით მესხი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1860
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1943  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.  ქუთაისი. 

1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ "დროების" რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ "შრომას", თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები: "სიკოია დენშჩიკი", "სუსტი მხარე", "მედეა", ორგინალური კომედია "გემრიელი ლუკმა" და სხვა. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა მისი "მოგონებანი" (ცალკე წიგნად გამოიცა 1940 წ. ). დრამატურგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.- გვ.602; ბურუსი: burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: