The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე მეტრეველი

ელენე მეტრეველი
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 2003  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

1944-1948წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1946-1958წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, ხოლო 1948-1952წწ. თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1958-1968წწ. მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. იკვლევდა VIII-XIX საუკუნეების ქართულ მწერლობას, XVI-XVIII საუკუნეების ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მისი არაერთი ნაშრომი ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას ეძღვნება. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო პოეზიის საკითხების შესწავლაში. ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1970), ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორი.

წყარო: მეცნიერი ქალი ვებგვერდი: geowomen.wordpress.com; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.50; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 6.-თბ.,1983.-გვ.615; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.319

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - კორნელი კეკეკლიძის სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ძველი ქართული მწერლობის ისტორიის კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ძველი ქართული მწერლობის ძეგლის "უძველესი იადგარის" გამოკვლევისა და გამოსაცემად მომზადებისათვის
  • 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: