The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ მეტრეველი

პარმენ მეტრეველი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1987  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროინჟინრის სპეციალობით 1930 წელს. პარალელურად 1938 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

მუშაობდა მოსკოვის საარტილერიო სასწავლებლის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მიღებული ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. 1946 წლიდან შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1946-1975წწ. საშუალო სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას; 1955-1970წწ. იყო სკოლის დირექტორი; მოღვაწეობდა აგრეთვე პედაგოგიურ აკადემიაში. შექმნა გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. რუსეთის დამსახურებული მასწავლებელი (1960).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1933-1987)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: