The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მეღვინეთხუცესიშვილი

ნინო მეღვინეთხუცესიშვილი
ოფიციალური სახელი:ნინო მეღვინეთხუცესიშვილი
სხვა სახელი:ნინო მეღვინეთხუცესიშვილი-მამაცაშვილი
დაბადების თარიღი:1816
გარდაცვ. თარიღი:1894  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

XIX საუკუნის ქართული ინტილიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის-იოსებ მამაცაშვილის მეუღლე, ცნობილი ისტორიკოსისა და მკვლევრის, დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და; იბეჭდებოდა ჟურნალში "ცისკარი". მამაცაშვილების სალონში იკრიბებოდნენ იმპერიოდის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები; იკითხებოდა რეფერატები, იმართებოდა დებატები; მათ სახლში მიიღეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების გადაწყვეტილება. იოსებ და ნინო მამაცაშვილებმა ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი აღზარდეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დედის ძალისხმევით, თორმეტივე შვილმა საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება და შემდგომ ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას. ნინო მეღვინეთხუცესიშვილი-მამაცაშვილი საინტერესოდ აღწერს 1832 წლის შეთქმულებისა და მეუღლის დაპატიმრების ეპიზოდებს და XIX საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას.

წყარო: მოგონებები / ნინო მეღვინეთხუცესიშვილი.-თბ.,2016.-102გვ.

ბიბლიოგრაფია

  • მოგონებები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურის მუზეუმი : ლაშა ბაქრაძე, 2016 (სტამბა "ფავორიტი სტილი"), 2016. - 102გვ.. - ISBN: 9789941948046

გააზიარე: