The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მიბჩუანი

თეიმურაზ მიბჩუანი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2006  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1967 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შმდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო სწავლა, შემდეგ ლექციებს კითხულობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა საქართველოს მასწავლებელთა IV ყრილობის მუშაობაში. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1991 წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება. 1990 წელს აირჩიეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. იგი იყო არა ერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მეცნიერული ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. არჩეული იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და საზოგადოება "ცოდნის" აფხაზეთის გამგეობის თავმჯდომარედ. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის აფხაზეთის თემაზე მეცნიერული ნაშრომისათვის დაჯილდოვებული იყო გ. შარვაშიძის პრემიით, საუკეთესო ნაშრომის პრიზით და ღირსების ორდენით. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი მეცნიერულ აფხაზეთმცოდნეობაში. მან მონოგრაფია მიუძღვნა აფხაზეთის მეფეებსა და მთავრებს, აფხაზეთის მატერიალურ-კულტურულ ძეგლებს და ეპიგრაფიკას. გამოიკვლია აგრეთვე დღევანდელი აფხაზური გვარები და დაადგინა, რომ ამჟამინდელ აფხაზთა დაახლოებით 80 პროცენტი ქართული წარმოშობისაა. 1993 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ბროშურა "Заговор" რომელშიც აფხაზეთში მიმდინარე პროვოკაციული ომი სამართლიანად საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებად შეაფასა. თავისი მეცნიერული გამოკვლევებით გაამდიდრა საქართველოს ისტორია. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.254  

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    აფხაზეთის თემაზე მეცნიერული ნაშრომისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: