The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მიქელაძე

ირაკლი მიქელაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1902
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1984  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ერევანი (სომხეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკაულტეტი 1925 წ.

1926-1927წწ. ამიერკავკასიის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ეკონომისტია; 1928წ. - საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1929წ. - სასაქონლო ბირჟის მთავარი ეკონომისტი; 1929-1954წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1930-1960წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; 1936-1970წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალისტური დაგეგმვისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა მრეწველობის ეკონომიკა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დამუშავებაში. ძირითადი შრომები ეძღვნება საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1972 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: