The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მრელაშვილი

ლადო მრელაშვილი
ოფიციალური სახელი:ლადო მრელაშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2006  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. პირველი ლექსი "ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები" 1948 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - პოემა "ზარი სამგორში" - 1955 წელს. ლ. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი "იყალთოელი ბიჭები" (1957), "ლექსები" (1959), "განკვეთილი სადავე" (1970), "თავგადასავალი სამი ღამისა" (1971), "გზები სავსეა მოულოდნელობებით" (1973).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984. -გვ. 168; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.390

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართულ მწერლობაში შეტანილი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: