The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მუსხელიშვილი

დავით მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

1956-1960წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად, 1960 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად, 1967 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, 1999-2006წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, 2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარედ; გამოქვეყნებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა - " საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.269

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე (2006-)
  • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: