The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ნადირაშვილი

ნიკო ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1953  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მკვლევარი, მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

ნიკო ნადირაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების გამო გარიცხეს; ამის შემდეგ პირველი თანრიგით დაამთავრა თბილისის ფეხოსანთა სამხედრო სასწავლებელი.

1914 წელს მონაწილეობდა ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ ომში. იგი მსახურობდა ჯარების იმ ნაწილში, რომელიც ლაგოდეხის ყაზარმებში იდგა; სწორედ მაშინ მან დიდი ღვაწლი გასწია ლაგოდეხის მხარეში ქართველთა ჩასახლებისა და ქართული სოფლების დაარსების საქმეში. რევოლუციის შემდეგ ნიკო ნადირაშვილი საბოლოოდ დასახლდა ლაგოდეხში. მან დატოვა ხელნაწერები საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიის, რუსთველოლოგიისა და სხვდასხვა საკითხის შესახებ. მიღებული ჰქონდა ჯილდოები და მედლები.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.291

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: