The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ნაჭყებია

გურამ ნაჭყებია
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2017  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურზუ, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით - 1975 წელს.

1976-1977წწ. - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე; 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ - პროფესორი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის თეორიის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: