The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ნიჟარაძე

ნინო ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კინომხატვრობის განყოფილება 1971 წელს.

1974-1880წწ. იყო ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის სპეცსაგნების მასწავლებელი; 1981-1986წწ. ბათუმის თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი და მხატვრის სახლის მთავარი მეთოდისტი; 1986 წლიდან ბავშვთა ხელოვნების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი. შექმნილი აქვს გრაფიკული სერია "ძველი თბილისი"(1972), "თეატრი", ფერწერული ტილო "1942 წელი". მიღებული აქვს რუმინული დრამატურგიის ფესტივალის I ხარისხის დიპლომი, სპექტაკლისათვის "მზის სხივი" (1982),  საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო, საუკეთესო სცენოგრაფიისათვის (1982), აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1995), აჭარის კულტურის სამინისტროს სიგელი (1995). ჰქონდა გამოფენები ჩეხეთში, პოლონეთში, რუსეთში, თურქეთში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 257; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის კულტურის ფონდი, წევრი
  • თეატრალური საზოგადოების აჭარის განყოფილების გამგეობა, წევრი
  • საერთაშორისო საზოგადოება"საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" აჭარის რეგიონული განყოფილება , გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: