The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნონეშვილი

ალექსანდრე ნონეშვილი
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქელოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული ასპირანტურა 1979 წელს.

1971-1995წწ. მუშაობდა იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად; საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1999-2007წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1993-2009წწ.  ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხოურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტისა და წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორად; საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორად. ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორად; აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, ჟურნალ "არქეოლოგიის" მთავარ რედაქტორად. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983), ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. პოეტ იოსებ ნონეშვილის შვილი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისრტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იოსებ ნონეშვილის სახ. ბავშვთა საერთაშორისო ფონდი, პრეზიდენტი
  • იტალია-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაცია, გენერალური დირექტორი
  • რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემია, საპატიო აკადემიკოსი
  • საქართველოს საგარეო ურთიერთობებში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირი, თავმჯდომარე (1993-2006)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: