The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ნორაკიძე

ვლადიმერ ნორაკიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1993  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1930-1939წწ. მუშაობდა თბილისის პედაგოგიკის კვლევითი ინსტიტუტის დეფექტოლოგიის სექტორის გამგედ; 1940-1953წწ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ; 1941-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1960-1973წწ. გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1974 წლიდან პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; ვ. ნორაკიძის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პიროვნების, ხელოვნების, დეფექტოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის პრობლემები; მისი რედაქტორობით გამოიცა კრებული: "ბავშვის ფსიქიოლოგია" (3 ტომად, 1964-1975). ავტორია წიგნებისა: "ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ყრუ-მუნჯთა სკოლისათვის" (1941, პ. ჭანიშვილთან ერთად); "სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია" (1951, 1957, 1959, 1967); "პიროვნების ტემპერამენტი და ფიქსირებული განწყობა" (1963); "ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა" (1972); "პიროვნების ხასიათის კვლევის მეთოდები" (1981); "პიროვნების განწყობის სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი" (ა. გრიგოლავას თანაავტორობით, 1984) და სხვ.  ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, დიმიტრი უზნაძის მოწაფე. პიროვნების ფსიქოლოგიის, დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტიპოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიის, დეფექტოლოგიის, პათოფსიქოლოგიის, ხელოვნების ფსიქოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1953).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.470; ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებიათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: