The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ ნუცუბიძე

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1903  (120 წლის)
დაკრძალვის ადგილი:ქ. წყალტუბო
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს.

1926-1928წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთის "პროლეტარულ სტუდენტთა ხმის" რედაქტორი. 1931-1939წწ. გაზეთი "კომუნისტის" საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების გამგე. 1939-1941წწ. ჟურნალების "პარტიული მშენებლობა", 1948-1949წწ. "ბოლშევიკი", "საქართველოს კომუნისტი". 1953-1954წწ. მთავარი რედაქტორი. 1946-1948წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის რესპუბლიკის პარტსკოლის დირექტორად და პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგედ. 1948-1950წწ. საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე. 1950-1960წწ. საქართველოს მეცნიერების აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განყოფილების გამგე. 1960-1980წწ. ამავე ინსტიტუტის პოლიტეკონომიის განყოფილების გამგე. 1954-1958წწ. არჩეული იყო საქ. კპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრად. ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1963).

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.489

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სარევიზიო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: