The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1969  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანები, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა  ფილოსოფიის დოქტორის წოდება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს, რითაც ხელს უწყობდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. 1916-1918წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1925-1926წწ. იყო ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლური რენესანსის" საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7 .-თბ.,1984.-გვ.490

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამაარსებელი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1969)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: