The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია
ოფიციალური სახელი:მირიანე ოდიშარია
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა გულრიფში, აფხაზეთის ა/რ.

დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა "მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად; 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 10 პოეტური კრებულისა და 5 რომანის ავტორი; რომანებიდან განსაკუთრებულად პოპულარული გახდა: "სოხუმში დაბრუნება" (1995), "შავი ზღვის ოკეანე" (2000) და "პრეზიდენტის კატა" (2007, ეს რომანი 15 ენაზე ითარგმნა); მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა); 2012 წელს იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2014წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2014 წელს, როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო გახდა ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის ბაზრობის "საპატიო სტუმარი".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 280; odisharia.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • კულტურისა და ხელოვნების ასოციაცია "ახალი ხედვა", პროგრამების კოორდინატორი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" , წევრი (2012-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - პრემია "საგურამო"
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • გამომცემლობა "ლომისის" პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: