The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არნო ონელი

არნო ონელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბურდილაძე
სხვა სახელი:ონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1979  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოედანი, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგიური კურსები და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება. მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფ. აბარში (ახლანდელი ამბროლაურის რაიონი), შემდეგ, 1921 წლამდე მუშაობდა მისი ინიციატივით გახსნილ,  სოფ. ლიხეთის დაწყებით სკოლაში; 1921 წლიდან გადმოვიდა თბილისში და ასწავლიდა სოფ. დიღმის სკოლაში. აქ მისი ინიციატვით აშენდა კულბი, სადაც სისტემატურად იმართებოდა წარმოდგენები და ლიტერატურული საღამოები. ამავე დროს სწავლობდა თბილისში, შ. ნუცუბიძის კურსებზე, სადც საშუალო განათლება მიიღო. 1924-1926წწ. მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ორგანოში - ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციაში, ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად. მისი პირველი ლექსი - "შემოღამების ესკიზი" დაიბეჭდა 1922 წელს "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში", ხოლო პირველი წიგნი - "მთები" გამოიცა 1927 წელს. არის ავტორი საბავშვო ლექსების კრებულებისა: "ცრემლი და სიხარული" (1935), "ფრიადოსნები" (1940).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.250; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.57-60

ბიბლიოგრაფია

  • მოდის გია თუხარელი : ლექსები. უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1967. - 77გვ.
  • ფრიადოსნები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1940. - 54გვ.
  • ცრემლი და სიხარული : პოემა საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის ახალგაზრდ. და საბ. ლიტ., 1935. - 70გვ.

გააზიარე: