The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ოჩიაური

თინათინ ოჩიაური
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2010  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახიელი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

დაიბადა ეთნოგრაფ ალექსი ოჩიაურის ოჯახში; სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების  ფუძემდებლების გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო; მეცნიერი  ძირითადად ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. იგი რამდენიმე მონოგრაფიის, სამეცნიერო-პოპულარული წიგნის და ასამდე სამეცნიერო სტატიის ავტორია; მან პირველმა შეისწვლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია; მისი ხელმძღვანელობით მრავალი ეთნოლოგი გაიზარდა; თ. ოჩიაურის დიდი დამსახურებაა ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში დაცული ფშავ-ხევსურული საარქივო მასალების გამოცემა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, ქადაგობა ხევსურეთში", დაიცვა 1950 წელს (წიგნად გამოიცა 1954 წელს); 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოში", დაიცვა 1969 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: